პროექტის სახელწოდება: „ენერგიის დაზოგვა“.
პროექტის მთავარი თემა: შევამციროთ
ოჯახში ენერგიის უყაირათო ხარჯვა.
პროექტის აქტუალობა: ენერგიის დაზოგვა,მისი
ეფექტური გამოყენება ბუნებრივი გარემოს გადარჩენის უმნიშვნელოვანესი საშუალებაა, ჩვენი
ოჯახის ეკონომიკური კეთილდღეობის წყაროა, მომავალი თაობის გადარჩენის წინა პირობაა.
პროექტის მიზანი: ოჯახში მოხმარებული
ენერგიის დაზოგვის გზების ძიება.
მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი
პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ისწავლიან მონაცემთა
წარმოდგენას დიაგრამის სახით, ენერგიის
ხარჯის შემცირებას,რაც გამოიწვევს ოჯახის ბიუჯეტის გაზრდას,სხვასაც შეასწავლიან ენერგიის დაზოგვას, რითაც დაიზოგება ენერგია ქვეყნის მასშტაბით,შენარჩუნდება სიცოცხლე დედამიწაზე.
პროექტისთვის საჭირო რესურსები: სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული, ქაღალდი, ბამბა,ხალიჩა,
სქელი ფარდები, საწერკალამი..ელექტროხელსაწყოები.
პრობლემის ანალიზი: ენერგიის
უყაირათო ხარჯვა შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ხშირად ანთია ნათურები მაშინაც
კი ,როცა ის საჭირო არაა, ჩართულია სხვადასხვა ელექტროხელსაწყოები, მჭიდროდ არ იხურება კარები
და ფანჯრები;
პროექტის ამოცანები: ენერგიის დაზოგვის გზების განსაზღვრა, თბოიზოლაცია,ოთახის
სწრაფად გასათბობად.სახლის სართულების და სადარბაზოში
ჩამსხვრეული მინების რაოდენობის დადგენა.
პროექტის მსვლელობა: 1) გაარკვიეთ
მჭიდროდ იხურება თუ არა თქვენი ფანჯარა და კარები; 2) დახაზეთ
თქვენი ბინის გეგმა,გამოსახეთ კარები და ფანჯრები; 3)ქარიან ამინდში აანთეთ სანთელი და გაატარეთ იგი
თქვენი სარკმლის გასწვრივ: ზემოთ,ქვემოთ,
მარჯვნივ, მარცხნივ. მოძებნეთ მონაკვეთები,
სადაც ალი ციმციმს დაიწყებს. ეს იმას ნიშნავს რომ ამ ადგილებში არის ღრიჭე და აღნიშნეთ
იგი გეგმაზე. 4) გადაწყვიტეთ თუ როგორ გაუკეთოთ
თბოიზოლაცია ფანჯრებსა და კარებს. 5) შეიძინეთ აუცილებელი მასალები და მოამზადეთ საიზოლაციო მასალა ქაღალდისგან,ბამბისგან. 6) შეფუთეთ ფანჯრები და კარები. 7) იმისათვის რომ თქვენ გააუმჯობესოთ თქვენი სახლის
თბოიზოლაცია, ერთი კვირის განმავლობაში მრიცხველის მეშვეობით განსაზღვრეთ ენერგიის ხარჯი . 8) მოახდინეთ სახლის თბოიზოლაცია და მომდევნო ერთი
კვირის განმავლობაში კვლავ მოახდინეთ მრიცხველის საშუალებით ენერგიის ხარჯის განსაზღვრა. შედარების შედეგებიდან გააკეთეთ
დასკვნა; მონაცემები წარმოადგინეთ დიაგრამის სახით.
პროექტის ხელმძღვანელი: ელისო ბერძული
პროექტის
ვებ-გვერდი/ბლოგი:http://elisoberdzuli.blogspot.com
No comments:
Post a Comment